Gamatare - ს შესახებ

თუ შენ გყავს ავტომობილი, ესეიგი Gamatare - ს პოტენციური მომხმარებელი ხარ.

რატომ?

იმიტომ რომ Gamatare არის აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარება თავიდან აიცილო უსიამოვნო შეფერხება და მაქსიმალურად შეამცირო მოლოდინის დრო.

შეგიძლია უფრო დეტალურად ამიხსნა?

მარტივ მაგალითს გეტყვი. თუ შენს მიერ გაჩერებულ ავტომობილს მოძრაობის დაწყებაში ხელს უშლის სხვა ავტომობილი, აპლიკაციის გამოყენებით შენ გექნება საშუალება დაუკავშირდე ამ ავტომობილის მფლობელს.

როგორ მუშაობს?

სისტემაში რეგისტრირებული ავტომობილების მძღოლებს, საშუალება აქვთ ერთმანეთს გაუგზავნონ შაბლონური ტექსტი:"GAMATARE" მანქანის სარეგისტრაციო ნომრის გამოყენებით, ყოველგვარი მობილური ტელეფონის გამოყენების გარეშე. უბრალოდ წერ აპლიკაციაში იმ ავტომობილის ნომერს რომელიც აფერხებს შენს მოძრაობას და აჭერ გაგზავნის ღილაკს.

აპლიკაცია მუშაობს Android-ზე და iOS-ზე

შენ შეგიძლია გახდე რომელიმე სერვისის მიმწოდებელი